← უკან
ნდობის წესები

შენი მონაცემები — პირდაპირ და მოკლედ

ეს გვერდი იურიდიული ფორმალობისთვის არ დაგვიწერია. ის იმავე პრინციპზე დგას, რაზეც მთელი CoreFlow: ციფრები და ფაქტები, ბურუსის გარეშე.

რას ვაგროვებთ

ერთადერთი წერტილი, სადაც შენს პირად მონაცემებს პირდაპირ ვიღებთ, დიაგნოსტიკის ფორმაა:

  • სახელი და კომპანიის დასახელება;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ბიზნეს-ინფორმაცია, რასაც თავად შეავსებ (ბრუნვის დიაპაზონი, სარეკლამო ბიუჯეტი, მთავარი საოპერაციო პრობლემა).

ანალიტიკა, ქუქები და შენი თანხმობა

საიტზე ვიყენებთ ანალიტიკისა და მარკეტინგის ინსტრუმენტებს — Google Analytics-ს (Google Tag Manager-ის გავლით) და Meta Pixel-ს. მათი მიზანია დაგვანახოს, რომელი გვერდი მუშაობს და რამდენად ეფექტურია ჩვენი რეკლამა.

ჩვენთან მოქმედებს Consent Mode v2: ნაგულისხმევად ეს ფუნქციები გამორთულია. სანამ შესაბამის ბანერზე „თანხმობას" არ დააჭერ, არცერთი სათვალთვალო თუ სარეკლამო ქუქი არ აქტიურდება. „უარი" სრულფასოვანი არჩევანია — საიტი ჩვეულებრივად იმუშავებს, უბრალოდ ანალიტიკა შენს აქტივობას არ ჩაიწერს.

რეკლამის კონვერსიის ზუსტად გასაზომად, ფორმის გაგზავნისას, შესაძლოა ჰეშირებული ტელეფონის ნომერი გადაეცეს Meta-ს სერვერულად (Conversions API), მხოლოდ დაშიფრული (hashed) სახით.

რას არ ვაკეთებთ

შენი საკონტაქტო ნომერი და ბიზნეს-ციფრები არასოდეს გადაეცემა მესამე მხარეს — არც გასაყიდად და არც „პარტნიორული შეთავაზებებისთვის". შენი ბიზნესის შიდა მონაცემები ჩვენი მარკეტინგის მასალა არ ხდება; საიტზე ყველა საოპერაციო ქეისი სრულად ანონიმურია.

სად ინახება მონაცემები

ფორმის მონაცემები ინახება Netlify-ის დაცულ საოპერაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მხოლოდ CoreFlow-ის გუნდისთვის — პირველადი დიაგნოსტიკური ზარის მოსამზადებლად. ანალიტიკურ და მარკეტინგულ მონაცემებს ამუშავებენ უშუალოდ Google და Meta საკუთარ პლატფორმებზე.

შენი უფლებები

თუ გსურს მონაცემების სრული წაშლა ან ქუქებზე მიცემული თანხმობის შეცვლა — მოგვწერე საიტის ფორმით ან გვითხარი პირდაპირ სამუშაო ზარზე. ვშლით მომენტალურად, ბიუროკრატიის გარეშე.

ბოლო განახლება: 2026-06-19

შენი ციფრები შენი რჩება. პირველი ზარი ამას პრაქტიკაშივე ადასტურებს

შეამოწმე, ღირს თუ არა ზრდა →