← უკან
დიაგნოზი
8+ წლის ოპერატორული გამოცდილება ქართულ კომერციაში · შენი ციფრები შენი რჩება

ROAS კარგია, მაგრამ მოგება არ ჩანს?

სარეკლამო კაბინეტი მწვანეა, ROAS კარგად გამოიყურება — თვის ბოლოს კი საბანკო ანგარიშზე ფული მაინც არ რჩება. ეს არ არის წინააღმდეგობა. ROAS შემოსავალს ზომავს, არა მოგებას. სხვაობა ამ ორს შორის სადღაც კომერციულ ჯაჭვში ჩერდება — და სანამ ბიუჯეტს გაზრდი, ჯერ ღირს იმის გაგება, სად.

ფაუნდერის ტიპური შეცდომა: ROAS-ის მაჩვენებელს კითხულობს, როგორც პირდაპირ მოგებას. „8x მაქვს" ჟღერს გამარჯვებად — სანამ ვინმე იკითხავს, კონკრეტულად რისი 8x. დამატებული ბიუჯეტი გატეხილ ჯაჭვზე მხოლოდ უფრო სწრაფად გაკარგვინებს ფულს.

სად ქრება სხვაობა

ROAS ერთ რამეს ზომავს: რეკლამით მოტანილ შემოსავალს, რეკლამის ხარჯზე გაყოფილს. ამ ფორმულაში ფიზიკურად არ ჩანს:

  • პროდუქტის თვითღირებულება (COGS)
  • მიტანისა და შეფუთვის ხარჯი
  • გაუქმებული და უკან დაბრუნებული შეკვეთები
  • ფასდაკლების ის მოცულობა, რომლითაც გაყიდვა „მოვიდა"

ეს ხაზები შენს შიდა ფინანსებში ცხოვრობს, არა Meta-ს დაფაზე. ამიტომ მაღალი ROAS და ცარიელი ანგარიში ბუნებრივი, თუმცა სახიფათო კომბინაციაა. სანამ ეს სხვაობა დათვლილი არ არის, ბიუჯეტის გაზრდა ფსონია, არა გადაწყვეტილება.

რას ვაკეთებთ

ჩვენ არ ვიწყებთ რეკლამის გაშვებით. ჯერ ვამოწმებთ, ღირს თუ არა ბიუჯეტის გაზრდა — ვშლით ერთეულის ეკონომიკას (Unit Economics), ვპოულობთ რგოლს, რომელიც ფულს კარგავს, და ვერდიქტი ციფრებიდან მოდის, არა ვარაუდიდან.

  • სრული ანალიზი იმისა, თუ რა რჩება თითო შეკვეთაზე ყველა პირდაპირი ხარჯის გამოკლების შემდეგ
  • შენი ზღვრული წერტილი — Break-even ROAS, ნიშნული, რომლის ქვემოთაც „წარმატებული" კამპანია ზარალია
  • სად ჩერდება ფული ჯაჭვში — Bottleneck: დიაგნოსტიკური ჩარჩო

დაწვრილებითი ლოგიკა და სასწავლო მაგალითები: ROAS კარგია, მოგება არ ჩანს — სად ქრება სხვაობა.

დიაგნოსტიკური კითხვა

ბოლო თვის რეკლამის შემდეგ, იცი ზუსტად რა თანხა დაგრჩა თითო შეკვეთაზე ყველა პირდაპირი ხარჯის გამოკლებით? თუ სარეკლამო კაბინეტის ეკრანზე მაღალი ROAS ჩანს, მაგრამ საბანკო ანგარიშზე რეალური ფული არ აისახება — დროა ზუსტად დათვალო, ღირს თუ არა მასშტაბირება.

ROAS კარგი გაქვს და მოგება მაინც არ ჩანს? ეს შეუსაბამობა იზომება — სანამ ბიუჯეტს გაზრდიდე.

რეალური ანონიმური ქეისი: 13.59x ROAS-ის მიღმა საოპერაციო ხარჯი 53.7%-ს შეადგენდა — სისტემური ხარვეზი დადასტურდა რეალური ციფრებით და არა მარკეტინგული რეპორტებით

რას მიიღებ: დიაგნოსტიკურ ზარს კომერციული პროცესების შესაფასებლად — ერთად დავინახავთ, სად იკარგება მარჟა და მზად არის თუ არა ბიზნესი მასშტაბირებისთვის, ყოველგვარი გაყიდვითი ვალდებულების გარეშე

შემდეგი ნაბიჯი: მონაცემებზე დაფუძნებული პირადი შეხვედრა, რის შემდეგაც თანამშრომლობის ფორმატს თავად განსაზღვრავ

ვისთვის არის CoreFlow: იმპორტი, დისტრიბუცია, რიტეილი და ელ-კომერცია — ბიზნესები, სადაც რეალური პროდუქტი მოძრაობს და მარჟა სარეკლამო კაბინეტსა და საბანკო ანგარიშს შორის იკარგება