დიაგნოზი

ლიდები მოდის, გაყიდვა არა?

რეკლამა მუშაობს, ფორმები ივსება, მესიჯები შემოდის — და მაინც, თვის ბოლოს გაყიდვების ციფრი ლიდების რაოდენობას არ შეესაბამება. ეს ხშირად რეკლამის პრობლემა არ არის. ლიდსა და გაყიდვას შორის დგას გაყიდვის პროცესი: ვინ პასუხობს, რამდენ ხანში, რა სტატუსით, ვის გადააქვს შემდეგ საფეხურზე. სანამ მეტ ლიდს იყიდი, ჯერ ღირს იმის გაგება, სად ჩერდება უკვე არსებული.

ფაუნდერის ტიპური შეცდომა: დაბალ კონვერსიას რეკლამის ბრალად თვლის და მეტ ბიუჯეტს ასხამს. „მეტი ლიდი მჭირდება" ჟღერს გადაწყვეტად — სანამ ვინმე იკითხავს, არსებული ლიდებიდან რამდენი დარჩა უპასუხოდ. გატეხილ გაყიდვის პროცესზე დამატებული ბიუჯეტი მხოლოდ უფრო მეტ უპასუხო ლიდს ყიდულობს.

სად იკარგება შეკვეთა

ლიდი არ არის გაყიდვა. ამ ორს შორის გრძელი გზაა, და ფული ხშირად სწორედ აქ ჩერდება:

  • პასუხის დრო — რამდენ ხანში პასუხობს ლიდს ცოცხალი ადამიანი
  • სტატუსის ლოგიკა — ვინ არის Qualified, ვინ Lost, ვინ Converted და ვინ უბრალოდ დავიწყებული
  • ესკალაცია და follow-up — მეორე და მესამე შეხება, რომელიც ფაქტობრივად არ ხდება
  • შეთავაზება, რომელიც ლიდის შემოსვლის მომენტში არ ემთხვევა მის მოთხოვნას

თითო ლიდი შეიძლება „კარგი" იყოს, ჯამში კი გაყიდვა მაინც არ ხდებოდეს — იმიტომ რომ პროცესი, და არა რეკლამა, კარგავს მათ. ამიტომ კონვერსიის რეალური ციფრი მხოლოდ მთლიანი გაყიდვის ჯაჭვის დათვლით ჩანს.

რას ვაკეთებთ

ჩვენ არ ვიწყებთ რეკლამის გაშვებით და მეტი ლიდის ყიდვით. ჯერ ვამოწმებთ, ღირს თუ არა ბიუჯეტის გაზრდა; ვპოულობთ რგოლს, რომელშიც შეკვეთა იკარგება; ვერდიქტი კი ციფრებიდან მოდის, არა ვარაუდიდან.

  • სრული ანალიზი იმისა, თუ არსებული ლიდებიდან რამდენი იქცევა გაყიდვად და სად წყდება ჯაჭვი
  • გაყიდვის პროცესის რუკა — პასუხის დრო, სტატუსები, ესკალაცია — სად ჩერდება ფული ჯაჭვში: Bottleneck: დიაგნოსტიკური ჩარჩო
  • როდის ღირს ლიდების გაზრდა და როდის არა — Break-even ROAS

დაკავშირებული ლოგიკა: რეკლამიდან რეალურ მოგებამდე · ROAS კარგია, მოგება არ ჩანს.

დიაგნოსტიკური კითხვა

ბოლო თვის ლიდებიდან იცი ზუსტად რამდენი იქცა შეკვეთად და სად — პროცესის რომელ საფეხურზე — გაითიშა დანარჩენი?

თუ პასუხი „დაახლოებით"-ით იწყება — ეს უკვე საკმარისი საფუძველია, რომ შემოწმდეს, ღირს თუ არა ზრდა.

ლიდები მოდის და გაყიდვა მაინც არ იზრდება? ეს გაჟონვა იზომება — სანამ ბიუჯეტს გაზრდიდე.

შეამოწმე, ღირს თუ არა ზრდა →