← უკან
დიაგნოზი
8+ წლის ოპერატორული გამოცდილება ქართულ კომერციაში · შენი ციფრები შენი რჩება

ბიუჯეტი გაიზარდა, შედეგი არა?

როცა ბრუნვა იზრდება, მაგრამ წმინდა მოგება არ ჩანს — პრობლემა სარეკლამო კაბინეტის გარეთ, საოპერაციო ჯაჭვშია

რეკლამა მუშაობს, შეკვეთები შემოდის, ბრუნვა იზრდება — და მაინც, თვის ბოლოს რეალური მოგება არ ჩანს. რეკლამასა და წმინდა მოგებას შორის გრძელი გზაა: ფასი, მარჟა, გაყიდვის პროცესი, კურიერი, დაბრუნებები, ფულადი ნაკადი. ამ გზაზე ფული სადღაც ჩერდება — და სანამ ბიუჯეტს გაზრდი, ჯერ ღირს იმის გაგება, სად.

ფაუნდერის ტიპური შეცდომა: ბრუნვის ზრდას კითხულობს, როგორც მოგების ზრდას. „გაყიდვები გაიზარდა" ჟღერს წარმატებად — სანამ ვინმე იკითხავს, რამდენი დარჩა. გაყინულ ან გატეხილ ჯაჭვზე დამატებული ბიუჯეტი მხოლოდ უფრო სწრაფად გაკარგვინებს ფულს.

სად ჩერდება ფული

ბრუნვა მოგება არ არის. შემოსავალსა და რეალურ მოგებას შორის სხვაობა კომერციული ჯაჭვის კვანძებში ცხოვრობს:

  • პროდუქტის თვითღირებულება და მარჟა, რომელიც მასშტაბირებას არ იძლევა
  • გაყიდვის პროცესი — პასუხის დრო, სტატუსი, ესკალაცია — სადაც შეკვეთა იკარგება რეკლამის შემდეგ
  • ლოგისტიკა, დაბრუნებები და კურიერი
  • ფულადი ნაკადი და მარაგი — გაყინული მარაგი = გაყინული ფული

თითო კვანძი შეიძლება ცალკე „კარგად" გამოიყურებოდეს, ჯამში კი ფული მაინც არ რჩებოდეს. ამიტომ რეალური მოგების ციფრი მხოლოდ მთლიანი ჯაჭვის დათვლით ჩანს.

რას ვაკეთებთ

ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ რეკლამის გაშვებას. ჯერ ვამოწმებთ, ღირს თუ არა ბიუჯეტის გაზრდა; ვასწორებთ რგოლს, რომელიც ფულს კარგავს; ვერდიქტი კი ციფრებიდან მოდის, არა ვარაუდიდან.

  • სრული ანალიზი იმისა, თუ რა რჩება რეკლამიდან რეალურ მოგებამდე, ერთეულის ეკონომიკის (Unit Economics) დონეზე
  • სად ჩერდება ფული ჯაჭვში — Bottleneck: დიაგნოსტიკური ჩარჩო
  • როდის ღირს ზრდა და როდის არა — Break-even ROAS

დაკავშირებული ლოგიკა: ROAS კარგია, მოგება არ ჩანს — სად ქრება სხვაობა.

დიაგნოსტიკური კითხვა

ბოლო თვის ბრუნვიდან იცი ზუსტად რამდენი დარჩა წმინდა მოგებაში, ყველა პირდაპირი ხარჯის გამოკლების შემდეგ? როცა ბიზნესის ზრდა მხოლოდ ვარაუდებსა და ინტუიციას ეყრდნობა, დიაგნოსტიკაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად მომგებიანია ბიუჯეტის გაზრდა.

ბრუნვა იზრდება, მოგება არა? ეს მანძილი იზომება — სანამ ბიუჯეტს გაზრდიდე.

რეალური ანონიმური ქეისი: 46.3%-იანი სუფთა მოგება მხოლოდ საოპერაციო ჯაჭვის სრული დაშლით გამოჩნდა და არა იზოლირებული ROAS-ის კონტროლით

რას მიიღებ: დიაგნოსტიკურ ზარს კომერციული პროცესების შესაფასებლად — ერთად დავინახავთ, სად იკარგება მარჟა და მზად არის თუ არა ბიზნესი მასშტაბირებისთვის, ყოველგვარი გაყიდვითი ვალდებულების გარეშე

შემდეგი ნაბიჯი: მონაცემებზე დაფუძნებული პირადი შეხვედრა, რის შემდეგაც თანამშრომლობის ფორმატს თავად განსაზღვრავ

ვისთვის არის CoreFlow: იმპორტი, დისტრიბუცია, რიტეილი და ელ-კომერცია — ბიზნესები, სადაც რეალური პროდუქტი მოძრაობს და მარჟა სარეკლამო კაბინეტსა და საბანკო ანგარიშს შორის იკარგება